saqarTvelos qedebi - sawkepelas qedi

 

თრიალეთის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთის განშტოება. მდინარე ვერის სათავესთან გამოყოფილი თრიალეთის ქედს და დიდგორის მთამდე (1274 მ) გრძელდება. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირისშემცველი თიხებით და ქვიშაქვებით. კალთები დანაწევრებულია მდინარეების მტკვრისა და დიღმისწყლის შენაკადებით. მთის ჩრდილოეთ-დასავლეთი კალთა შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.